Credit Suisse

ივანიშვილის ადვოკატი: ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ Credit Suisse-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის თქმით, ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის საჩივარი; უცვლელი დატოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბანკს ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული პირებისთვის $607 მილიონის გადახდა დააკისრა. 

"რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი;

უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ". - წერს Facebook-ზე ადვოკატი. 

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდის სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა.

Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები

    კომენტარები