დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

პოლონელი მესაზღვრეები ამბობენ, რომ მათ ბელარუსის ტერიტორიიდან პირველად ესროლეს

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ბელარუსის საზღვრიდან ისროლეს. მათი თქმით, ეს პირველი მსგავსში შემთხვევაა. სასაზღვრო სამსახურში ამბობენ, რომ სროლის შედეგად დაზიანდა მათი მანქანა.

ინციდენტში მოხვედრილმა რაზმის უფროსმა არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

მესაზღვრეების სპიკერმა, პოლკოვნიკმა არკადიუშ ტივონიუკმა თქვა, რომ მას მხოლოდ იმის ვარაუდი შეეძლო, თუ რა იარაღიდან იყო გასროლილი, მაგრამ "სიჩქარე და კინეტიკური ენერგია ასევე მნიშვნელოვანი იყო".

მისივე თქმით, ტყვიამ მანქანის ფანჯარაში გაიარა, რა დროსაც მანქანაში ორი მესაზღვრე იმყოფებოდა, რაც მათ სიცოცხლეს პირდაპირ უქმნიდა საფრთხეს. 

2023 წლის დასაწყისიდან პოლონელმა მესაზღვრეებმა ბელარუსის ტერიტორიიდან საზღვრის უკანონო გადაკვეთის 12 000-ზე მეტი მცდელობა დათვალეს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ბელარუსში ჩადიან და იქიდან ცდილობენ ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრას. ყველაზე ხშირად ესენი ავღანეთის, სირიის, ერაყის, იემენისა და სომალის მოქალაქეები არიან.

მანამდე სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ ისინი მიიჩნევენ, რომ ბელარუსი და რუსი ოფიცრები არალეგალური მიგრანტების მიერ პოლონელ მესაზღვრეებზე ორგანიზებულ თავდასხმებში მონაწილეობენ.

კომენტარები