დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე დაცვას აძლიერებს

პოლონეთი უსაფრთხოების გასაძლიერებლად ბელარუსის საზღვარზე დამატებით 500 პოლიციელს გაგზავნის მას შემდეგ, რაც 1-ელ და 2 ივლისს 200-მდე ადამიანმა პოლონეთის ტერიტორიაზე გადმოსვლა არალეგალურად სცადა.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ დაწერა, რომ საპატრულო და ანტიტერორისტული დანაყოფების პოლიცია საზღვარზე „დაძაბული სიტუაციის“ კონტროლისთვის განლაგდებიან. ისინი შეუერთდებიან 5 000 დაცვის თანამშრომელს და 2 000 სამხედროს, რომლებიც საზღვარზე აქამდეც იყვნენ განლაგებულნი.

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ბელარუსის საზღვრიდან ისროლეს. მათი თქმით, ეს პირველი მსგავსში შემთხვევაა. სასაზღვრო სამსახურში ამბობენ, რომ სროლის შედეგად დაზიანდა მათი მანქანა.

ინციდენტში მოხვედრილმა რაზმის უფროსმა არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

მესაზღვრეების სპიკერმა, პოლკოვნიკმა არკადიუშ ტივონიუკმა თქვა, რომ მას მხოლოდ იმის ვარაუდი შეეძლო, თუ რა იარაღიდან იყო გასროლილი, მაგრამ "სიჩქარე და კინეტიკური ენერგია ასევე მნიშვნელოვანი იყო".

მისივე თქმით, ტყვიამ მანქანის ფანჯარაში გაიარა, რა დროსაც მანქანაში ორი მესაზღვრე იმყოფებოდა, რაც მათ სიცოცხლეს პირდაპირ უქმნიდა საფრთხეს. 

2023 წლის დასაწყისიდან პოლონელმა მესაზღვრეებმა ბელარუსის ტერიტორიიდან საზღვრის უკანონო გადაკვეთის 12 000-ზე მეტი მცდელობა დათვალეს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ბელარუსში ჩადიან და იქიდან ცდილობენ ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრას. ყველაზე ხშირად ესენი ავღანეთის, სირიის, ერაყის, იემენისა და სომალის მოქალაქეები არიან.

მანამდე სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ ისინი მიიჩნევენ, რომ ბელარუსი და რუსი ოფიცრები არალეგალური მიგრანტების მიერ პოლონელ მესაზღვრეებზე ორგანიზებულ თავდასხმებში მონაწილეობენ.

კომენტარები