დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

ბელარუსი პოლონურ ვერტმფრენს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

პოლონეთის Ми-24, საილუსტრაციო ფოტო.

ბელარუსის სასაზღვრო კომიტეტში ირწმუნებიან, რომ პოლონეთის Ми-24-მა მათი საჰაერო სივრცე გროდნენსკის რაიონში დაარღვია.

მათი მტკიცებით, ვერტმფრენი დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა, როცა სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა. უწყებაში ირწმუნებიან, რომ პოლონურმა Ми-24-მა ბელარუსის საჰაერო სივრცეში 1 200 მეტრის მანძილი დაფარა, რის შემდეგაც უკან გაბრუნდა.

ამ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა პოლონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული და განმარტება მოსთხოვეს.

ბელარუსის სასაზღვრო უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, როგორც თავად ირწმუნებიან, პოლონური ვერტმფრენი ჩანს.

პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში მსგავს შემთხვევას უარყოფენ.

"ეს არის ტყუილი და პროვოკაცია ბელარუსის მხრიდან. ასეთი დარღვევა ნამდვილად არ მომხდარა". – თქვა AFP-სთან პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობის პრესსპიკერმა, იაცეკ გორიშევსკიმ.

პოლონეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა, რაც ავტოკრატმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საკუთარ ტერიტორიაზე კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მებრძოლები განათავსა.

კომენტარები