რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალია: კიევს რომ არ დავხმარებოდით, საქართველო და ბევრი სხვა ქვეყანა რისკის ქვეშ იქნებოდა

ანტონიო ტაიანი
AFP

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანტონიო ტაიანის ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ესაუბრა

ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ, რომელიც უკრაინის კონტრშეტევის სამომავლო პერსპექტივას ეხებოდა, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დასავლეთი უკრაინას რომ არ დახმარებოდა, გაცილებით დიდი რისკის ქვეშ დადგებოდა საქართველო, მოლდოვა და ბევრი სხვა ქვეყანა.

"რაც შეეხება კონტრშეტევას, იმედი მაქვს გადავდგამთ ნაბიჯებს მშვიდობისკენ, რადგან ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას იმიტომ, რომ მშვიდობა გვსურს. უკრაინას რომ არ დავხმარებოდით, მას დაიპყრობდნენ და გვექნებოდა გაცილებით დიდი საფრთხე ევროპაში – საქართველო, მოლდოვა და სხვა მრავალი ქვეყანა იქნებოდა დიდი რისკის ქვეშ. ამიტომ უკრაინას თავისუფლების და დემოკრატიის დასაცავად ვეხმარებით". - თქვა ანტონიო ტაიანიმ.

გარდა ამისა, იტალიისა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბლინკენთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებაც.

"მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა მივყვეთ რამდენიმე წლის წინ დაწყებულ პროცესს, რათა უკრაინა გახდეს NATO-ს ოპერატიული წევრი. მე მჯერა, რომ პირველი არსებითი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ამ შედეგამდე, იქნება NATO-ს ერთგვარი საბჭოს შექმნა უკრაინასთან, რომელიც დაინახავს უკრაინის ჩართულობას, მათ შორის, ინფორმაციის გაზიარებისა და პოლიტკური ინფორმაციის კუთხით. ეს კი შეიძლება იყოს უკრაინაში NATO-ში შესვლის წინაპირობა". - თქვა ტაიანიმ.

კომენტარები