ლოგიკურია, რომ როინ მეტრეველი გახდა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. ჯერ ეგ ინსტიტუცია რა ფორმითაც არსებობს, ეგეც საბჭოთა გადმონაშთია და როინ მეტრეველი არის სიმბოლო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ჭაობის და სწორედ მაქეთ მიჰყავს ივანიშვილის რეჟიმს ჩვენი ქვეყანა. ის სკანდალური ამბავი, რაც როინ მეტრეველთან დაკავშირებით მოხდა, ყველას უნდა ახსენებდეს, ვინც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ თვლის, რომ საგანგაშოა ვითარება, რომ რაც მან მოისმინა როინ მეტრეველისგან, ეს არის, რასაც უმზადებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს ქვეყანას - საბჭოთა წარსულს, ბელარუსიზაციას, პუტინიზაციას, კატასტროფას ჩვენი შემდეგი თაობებისთვის.
tbl.ge/6ej4
დაკოპირდა
ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია მეცნიერებათა აკადემიაში როინ მეტრეველის პრეზიდენტად დანიშვნის შესახებ.
11 ივნის ტელეკომპანია მთავარზე გავიდა სიუჟეტი, სადაც არხის ჟურნალისტი ბექა ყორშია როინ მეტრეველს პრემიერმინისტრის აპარატის მრჩევლის, აკა მამაცაშვილის ფსევდო სახელით დაუკავშირდა. მეტრეველმა მას უთხრა, რომ "აკადემიაში ბატონი ირაკლის მხარდაჭერა იქნება 100%-იანი".
ამავე თემაზე
- მეტრეველი: ერთი რამე იცოდეთ, რომ აკადემიაში ბატონი ირაკლის მხარდაჭერა იქნება 100%-იანი
- სუბარი მეტრეველზე: გამოჩენილ მეცნიერს ვულოცავ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად არჩევას!
- სასულიერო აკადემია და სემინარია მეტრეველს საზოგადო მოღვაწეს უწოდებს და არჩევას ულოცავს
- ხელმოცარული პარტოკრატი და წარმატებული კორუპტოკრატი მეტრეველი აკადემიის პრეზიდენტი გახდა
- უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედია იყო სსრკ-ს დაშლა – მეცნიერებათა აკადემიის ოქმი