საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

ხელმოცარული პარტოკრატი და წარმატებული კორუპტოკრატი მეტრეველი აკადემიის პრეზიდენტი გახდა

როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.

როინ მეტრეველი 1960-72 წლებში საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, შემდეგ კი პირველი მდივანი იყო. ის საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის (ცეკა) საორგანიზაციო-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე და ბიუროს წევრობის კანდიდატიც იყო. 1972 წელს მეტრეველი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილედ დანიშნეს.

1972 წელს მეტრეველი ცკ-ის პირველი მდივნის პოზიციაზე ედუარდ შევარდნაძის კონკურენტი იყო. შევარდნაძემ მეტრეველის მოშორება მოახერხა და საქართველოს კომპარტიიის ცკ-ის პირველი მდივანი გახდა. ამის შემდეგ როინ მეტრეველი ცკ-დან გაუშვეს.

1972 წელს როინ მეტრეველი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის (პოეტი — აკადემიკოსის ირაკლი აბაშიძე) მოადგილედ დაინიშნა.

1986-1989 წლებში იგი იყო თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი.

1988 წლის 1 ნოემბრიდან როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს — მდივნის მოვალეობას ასრულებს. ამავე პერიოდში იგი შეჰყავთ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში.

1991-2004 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

მსოფლიო ბანკის 2012 წლის კვლევაში - კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სამსახურებში როინ მეტრეველის რექტორობის დროს კორუფციულ საქმიანობაზეა საუბარი. 

"ინსტიტუციონალური რეფორმების არარსებობამ და კორუფციის გავრცელებამ დაანგრია თსუ, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და უმსხვილესი ეროვნული უნივერსიტეტი, სადაც 20000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობდა. ქრთამის აღება უნივერსიტეტში ენდემური პრობლემა იყო. ზოგიერთი შეფასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში სწავლისთვის ქრთამის სახით 15 000-დან 30 000-მდე დოლარის გადახდა იყო საჭირო. ეს უკანონო შემოსავლები უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ჯიბეში ჩაიდო. თსუ-ის სტუდენტები  ინსტიტუციური ცვლილებების მთავარ დაბრკოლებად რექტორ როინ მეტრეველს თვლიდნენ. მეტრეველი თანამდებობას 1992 წლიდან იკავებდა. პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულების მხარდაჭერით, მან ცალმხრივად შეცვალა უნივერსიტეტის წესდება, რათა მესამე ვადით კენჭი ეყარა. " - წერია მსოფლიო ბანკის კვლევაში.

1993 წლიდან ის აკადემიის ნამდვილი წევრი, 2007 წლიდან კი აკადემიკოს მდივანი ხდება.

2013 წლიდან დღემდე როინ მეტრეველი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი იყო.

კომენტარები