უკრაინული ქვედანაყოფები ავრცელებენ ცნობებს, რომ კიდევ ორი სოფელი გაათავისუფლეს.
უკრაინის საზღვაო ქვეითთა 35-ე ცალკეულმა ბრიგადამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობენ, რომ გაათავისუფლეს დონეცკის ოლქში მდებარე სოფელი სტოროჟოვე, რომელსაც 2022 წლის მარტიდან ოკუპანტები აკონტროლებდნენ.
ცნობას დასახლების გათავისუფლების შესახებ ავრცელებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეც, ანა მალიარი.
ოდესელი საზღვაო ქვეითების ცნობით, დასახლებული პუნქტის გაწმენდვას 50-მდე რუსი სამხედრო ემსხვერპლა და 4-იც ტყვედ აიყვანეს.
ზაპოროჟიეს ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ცნობით კი, ჯერ კიდევ 4 ივნისს მათ ზაპოროჟიეს ოლქში სოფელი ნოვოდარივკა გაათავისუფლეს. ეს ცნოვა ჯერჯერობით არ დაუდასრურებია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს.
გასულ დღეს დონეცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ბლაგოდატნესა და მაკარივკის დასახლებები გაათავისუფლეს.