აღქმები, რომელიც დღეს ევროპარლამენტში არსებობს, საკმაოდ მძლავრია და პროფესიონალურად არის ჩამოყალიბებული. გუშინ შეხვედრა მქონდა საკმაოდ მაღალი რანგის ევროჩინოსანთან, კავკასიაში წარმომადგენლობის პოლიტიკურ მრჩეველთან, რომელმაც ასევე გაიმეორა, რომ თქვენი მხრიდან ევროსტრუქტურების მისამართით გამუდმებით თავდასხმები და შეტევებიაო. იცით, ეს რას ნიშნავს? რომ, ევროპარლამენტმა თუ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც წერია, რომ მედია შევიწროებულია - მაშინ, როდესაც მედიის რაოდენობით მსოფლიოში მე-2 ადგილზე ვართ. და შეიძლება, სულ რამდენიმე მაგალითი მოიყვანო. ერთი მაგალითი შეიძლება მოიყვანო, რომ ვთქვათ, POSTV-ის აშკარად პოლიტიკურად გამოხატული პოზიცია აქვს, TV იმედსაც. არავის უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ გარკვეული მიზეზების გამო, TV იმედი ნაციონალური მოძრაობის მეხოტბე იქნება. მაგრამ, რომელიმესგან, ან TV იმედისგან, ან POSTV-სგან Fake News არ ვრცელდება, ხომ? ამის თაობაზე ასე გვეუბნებიან პირდაპირ, რაც იყო.
tbl.ge/6ef0
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ TV იმედის ეთერში. ჟურნალისტმა ვოლსკის ჰკითხა, მმართველი გუნდი იზიარებს თუ არა იმ კრიტიკას, რაც მათ მიმართ 8 ივნისს, ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




