რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი ევაკუაციასა და საყოველთაო მობილიზაციაზე პუტინის საგანგებო მიმართვას ყალბს უწოდებს

დმიტრი პესკოვი

5 ივნისს რუსეთში გავრცელებულ ვლადიმირ პუტინის საჯარო მიმართვას, რომელშიც პრეზიდენტი ბელგოროდის ოლქში თავდასხმების გამო მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებდა და საყოველთაო მობილიზაციას აცხადებდა, კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი გაყალბებულ ჩანაწერს უწოდებს

"დიახ, ეს ნამდვილად ჰაკერული თავდასხმა იყო. ჩვენ ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ვართ. შესაბამისი უწყებები დაუყოვნებლივ აცნობებენ აღნიშნულთან დაკავშირებით მაუწყებლებს, თუმცა კონტროლი უკვე აღდგენილია". - აღნიშნა პესკოვმა სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში. 

პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი პროვოკაციის მიზანი მოსახლეობაში პანიკის დათესვაა. 

პუტინის საჯარო მიმართვა, სულ მცირე, 3 ოლქში: როსტოვის, ბელგოროდისა და ვირონოჟიეს მასშტაბით რადიოს საშუალებით გაჟღერდა. 

კომენტარები