რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვაგნერის ჯგუფის ზოგიერთი მებრძოლი რჩება ბახმუტში, ფრონტზე სიტუაცია იცვლება – ანა მალიარი

უკრაინელი სამხედრო ბახმუტში

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ამბობს, რომ ბახმუტში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ზოგიერთი წევრი ჯერ კიდევ რჩება. 

"ვითარება ქალაქ ბახმუტში შედარებით სტაბილურია. ჩვენ ვაკონტროლებთ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნებს. ვაგნერის ჯგუფის ყველა მებრძოლს ქალაქი არ დაუტოვებია. ისინი, ვინც დარჩნენ, [რუსეთის] არმიის ახლად ჩამოსულ მებრძოლებს წვრთნიან". - თქვა მალაირმა.

მალიარის თქმით, ფრონტზე საერთო მდგომარეობა გარკვეულწილად, თუმცა უმნიშვნელოდ, მაინც იცვლება.

მალიარის განმარტებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსული ძალები აღმოსავლეთ უკრაინის ოთხ ფრონტზე მიიწევდნენ: ავდიივკში, მარინკში, ლიმანსა და ბახმუტში. შემდეგ კი მათ დაიწყეს აქტიურობა ორ დამატებით ფრონტზე: შახტარსკში და კუპიანსკში.

გარდა ამისა, მალიარმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციების გეოგრაფია ბოლო თვეებთან შედარებით "გარკვეული აზრით განსხვავებულია".

კომენტარები