2023 წლის არჩევნები თურქეთში

ვფიცავ, ღირსეულად დავიცავ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს – ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

3 ივნისი, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ინაუგურაციაზე
 REUTERS/Umit Bektas

3 ივნისს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ცერემონია ანკარაში, პარლამენტის შენობაში გაიმართა. 

"მე, როგორც პრეზიდენტი, ვფიცავ ჩემს ღირსებასა და პატიოსნებას, რომ თურქი ერისა და ისტორიის წინაშე დავიცავ სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს". - თქვა ერდოღანმა. 

ფიცის დადების შემდგომ საზეიმო ცერემონია პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება, რომელსაც მაღალჩინოსნები მსოფლიოს 78 ქვეყნიდან დაესწრებიან. ცერემონიაზე მიწვეული არიან NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ვენესუელას პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი და სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანიც. ინაუგურაციაზე დამსწრეთა შორის იქნება ირაკლი ღარიბაშვილიც. 

29 მაისს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით გამარჯვების შესახებ გამოაცხადა. "ერთადერთი გამარჯვებული თურქეთია". – თქვა ერდოღანმა.  

თურქეთში საყოველთაო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს ჩატარდა. საპრეზიდენტო არჩევნებში ვერცერთმა მიაღწია 50%-ს, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა. ამას გარდა, საპარლამენტო არჩევნებში 14 მაისს ერდოღანის პარტია ლიდერობდა. 

კომენტარები