თურქეთი

"ერთადერთი გამარჯვებული თურქეთია" – ერდოღანი არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას აცხადებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი საარჩევნო კამპანიაზე

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით გამარჯვების შესახებ გამოაცხადა.

მან სპეციალური მიმართვა სტამბოლში, მხარდამჭერების წინაშე გააკეთა და მათ მადლობა გადაუხადა ხმის მიცემისთვის, იმისთვის, რომ მომდევნო ხუთი წლით მართვის პასუხისმგებლობა დააკისრეს.

"ერთადერთი გამარჯვებული თურქეთია". – თქვა ერდოღანმა. 

საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა გრძელდება. ამ დრომდე დათვლილია ხმების 98%-მდე ნაწილი. ერდოღანს 52.15% აქვს მოპოვებული, მის მოწინააღმდეგეს, ოპოზიციური ეროვნული ალიანსის ლიდერს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 47.85%.

თურქეთში საყოველთაო არჩევნები 14 მაისს ჩატარდა. საპრეზიდენტო არჩევნებში ვერც ერთმა მიაღწია 50%-ს, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა. ამას გარდა, საპარლამენტო არჩევნებში 14 მაისს ერდოღანის პარტია ლიდერობდა.

ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას უკვე ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. მას მალევე მიულოცეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ასევე ირანის, ალჟირისა და კატარის ლიდერებმა. მისალოცი ტექსტი საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც. ერდოღანს გამარჯვება მიულოცა ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც.

კომენტარები