საქართველო-თურქეთი

მთავრობა: პრემიერი ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში გაემგზავრა, რათა რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწროს. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება". - წერია განცხადებაში.  

29 მაისს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით გამარჯვების შესახებ გამოაცხადა. "ერთადერთი გამარჯვებული თურქეთია". – თქვა ერდოღანმა.  

საქართველოს პრემიერმა ერდოღანს "დამაჯერებელი გამარჯვება" 28 მაისს მიულოცა - ამ დროს ხმების 75.42% იყო დათვლილი.   

თურქეთში საყოველთაო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს ჩატარდა. საპრეზიდენტო არჩევნებში ვერცერთმა მიაღწია 50%-ს, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა. ამას გარდა, საპარლამენტო არჩევნებში 14 მაისს ერდოღანის პარტია ლიდერობდა. 

კომენტარები