აშშ

დეფოლტის თავიდან ასაცილებლად კონგრესმა სესხის ლიმიტთან დაკავშირებით კანონპროექტი დაამტკიცა

GETTY IMAGES

აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა შეთანხმება ქვეყნის 31.4 ტრილიონი დოლარის ვალის ზღვრის შეჩერების შესახებ, რათა ქვეყანამ დეფოლტი თავიდან აირიდოს. 

კანონპროექტს ორპარტიული - 63-36-ის წინააღმდეგ, მხარდაჭერა ჰქონდა. 

მანამდე, ერთი დღით ადრე, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა ქვედა პალატამ, 314-117-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა კანონპროექტის სენატში გაგზავნას. 

ბოლო ნაბიჯი პრეზიდენტ ბაიდენის ხელმოწერაა. ჯო ბაიდენის ხელმოწერა აშშ-ს დეფოლტისგან დაიცავს. 

შეთანხმების დამტკიცების მიღწევა აუცილებელია 5 ივნისამდე, ვინაიდან აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯანეტ იელენის თქმით, 5 ივნისიდან აშშ გადასახადების გადახდას ვეღარ შეძლებს.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენი ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი არ გაზრდიდა ან არ შეაჩერებდა აშშ-ის მთავრობის სესხის ლიმიტს, აშშ-ის მთავრობას 1-ლი ივნისისთვის ფულის ამოწურვა და დეფოლტი ემუქრებოდა. 

სესხის ლიმიტის გაზრდის სანაცვლოდ, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ხარჯების მკვეთრ შემცირებას ითხოვდნენ.

კომენტარები