რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სანდუ ზელენსკის: თქვენ სანდო პარტნიორი გყავთ მოლდოვაში, რომელსაც შეგიძლიათ, ენდოთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად კიშინიოვში ჩავიდა. ომის დაწყების შემდეგ ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია მოლდოვაში. 

ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ Twitter-ზე წერს:

"ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ სამშობლოს დასაცავად უკრაინელების მიერ გამოვლენილი საოცარი სიმტკიცით. მადლიერები ვართ და სოლიდარობას გიცხადებთ თქვენი გმირული თავდაცვისთვისა და იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც მშვიდობის დასაბრუნებლად გასცემთ. თქვენ სანდო პარტნიორი გყავთ მოლდოვაში, რომელსაც შეგიძლიათ, ენდოთ". 

შეხვედრაზე მხარეები გლობალურ და შიდა პოლიტიკის საკითხებთან ერთად მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ მომავალსაც განიხილავენ. მოლდოვისა და უკრაინის ლიდერების მოლაპარაკებების შემდგომ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 

კომენტარები