რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დრო მოვიდა, რომ დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია – ზალუჟნი კონტრშეტევაზე

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი თავის Telegram-ის არხზე ვიდეოს აქვეყნებს და მიანიშნებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა გარდაუვალია

"დრო მოვიდა, რომ დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია" - წერს ზალუჟნი.

ტექსტის პარალელურად ზალუჟნის Telegram-ის არხზე ჩანს ვიდეო, რომელშიც უკრაინელი ჯარისკაცები მზის ამოსვლისას ვარჯიშობენ. ამასთან, ვიდეოში დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობაც ჩანს.


"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით და აუცილებლად უსერიოზულეს ნაბიჯებს გადავდგამთ. ვიცი, რომ ყველა მოტივირებულები ვართ და არამარტო ისინი, ვინც ამ გეგმის შესახებ იცის, ჩვენი ხალხიც... მე ვერ გიპასუხებთ იმაზე, თუ სად და როდის დაიწყება კონტრშეტევა, მაგრამ თქვენ ამას აუცილებლად იხილავთ, რუსეთი კი აუცილებლად იგრძნობს... ჩვენ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ და ვფიქრობ, რომ საწყის ნაბიჯებს სულ მალე გადავდგამთ". - აღნიშნა ზელენსკიმ. 

"კონტრშეტევა რამდენიმე დღეა გრძელდება, საზღვრიდან 1 500 კილომეტრის მანძილზე ინტენსიური ომია, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც მოგვცეს, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმში". - თქვა 25 მაისს პოდოლიაკმა.

კომენტარები