რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კონტრშეტევის საწყის ნაბიჯებს სულ მალე იხილავთ, რუსეთი კი იგრძნობს – ზელენსკი

იტალიურ მედიასთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონტრშეტევასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის სამხედრო ძალები კონტრშეტევას ახლო მომავალში დაიწყებენ.

"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით და აუცილებლად უსერიოზულეს ნაბიჯებს გადავდგამთ. ვიცი, რომ ყველა მოტივირებულები ვართ და არამარტო ისინი, ვინც ამ გეგმის შესახებ იცის, ჩვენი ხალხიც... მე ვერ გიპასუხებთ იმაზე, თუ სად და როდის დაიწყება კონტრშეტევა, მაგრამ თქვენ ამას აუცილებლად იხილავთ, რუსეთი კი აუცილებლად იგრძნობს... ჩვენ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ და ვფიქრობ, რომ საწყის ნაბიჯებს სულ მალე გადავდგამთ". - აღნიშნა ზელენსკიმ. 

პრეზიდენტმა გარკვევით ახსნა, რომ კონტრშეტევის ზუსტი დროისა და ადგილის გათქმა უკრაინას არათუ დაეხმარება, პირიქით, ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება მისთვის. 

კომენტარები