რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო.

"კონტრშეტევა რამდენიმე დღეა გრძელდება, საზღვრიდან 1 500 კილომეტრის მანძილზე ინტენსიური ომია, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც მოგვცეს, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმში". - თქვა პოდოლიაკმა.

ამასთანავე, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინას საფრანგეთისა და იტალიის მიერ მოწოდებული ანტისარაკეტო სისტემები და Leopard ტიპის ტანკები აქვს, ხოლო F-16 მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინას საჰაერო სივრცის დახურვის საშუალებას მისცემს.

კომენტარები