საქართველო-უკრაინა

ერთად გამარჯვებამდე – უკრაინის საელჩო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

"ერთად გამარჯვებამდე" - უკრაინის საელჩო განცხადებას ავრცელებს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"გულწრფელად ვულოცავთ მეგობარ საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

საუკუნეების მანძილზე ჩვენი ხალხები თავდაუზოგავად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის და ყოველთვის ეხმარებოდნენ ერთმანეთს.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად დავამარცხებთ ჩვენს საერთო მტერს - ფაშისტურ რუსეთს, სრულად აღვადგენთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გავაგრძელებთ ჩვენი მომავლის აშენებას ევროპული ხალხების ერთიან ოჯახში.

ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას, ბედნიერებას, დოვლათიანობასა და ჰარმონიას!

ერთად გამარჯვებამდე" - წერს უკრაინის საელჩო.

კომენტარები