რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა წლები გაგრძელდება – სუნაკი

Dan Kitwood/Getty Images

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუკანმა ლონდონში გამართულ თავდაცვის კონფერენციაზე თქვა, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა წლები გაგრძელდება

სუნაკმა აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგია, რომელიც ელოდება დასავლეთს, "როდის დაიღლება, მობეზრდება და აღარ დაეხმარება უკრაინას", არ იმუშავებს. 

"ახლა ჩვენ მოკავშირეებთან ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა სახის გრძელვადიანი, მრავალმხრივი და ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები შეგვიძლია დავდოთ უკრაინასთან". - თქვა მან.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ასევე თქვა, რომ დასავლეთის გრძელვადიანი მხარდაჭერის დაპირება მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობაში რწმენა მისცეს. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთისთვის სწორი და ერთადერთი მოქმედების გზა ჯარების გაყვანა და მის მიერ გაჩაღებული ომის შეჩერებაა.

პრემიერმინისტრის თქმით, უკრაინის კონტრშეტევას "წარმატების ყველა შანსი" აქვს. სუნაკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ არა მხოლოდ უნდა მოიგოს ომი, არამედ გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას მიაღწიოს.

კომენტარები