რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

METALLICA-ს ვოკალისტმა, ჯეიმს ჰეთფილდმა დაჭრილი უკრაინელი მებრძოლები მოინახულა

Befunky

მეტალ ბენდ Metallica-ს ფრონტმენმა, ჯეიმს ჰეთფილდმა დაჭრილი უკრაინელი მებრძოლები მოინახულა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური Twitter ანგარიში ავრცელებს.

"ჯეიმს ჰეთფილდმა, ბენდ Metallica-ს ლიდერმა, ამერიკაში სამკურნალოდ გადაყვანილი დაჭრილი უკრაინელი მებრძოლები მოინახულა". – წერია პოსტში.

უკრაინელი მებრძოლები კოლორადოს შტატის ქალაქ ვეილის საავადმყოფოში გადიან მკურნალობას. ერთ-ერთ პაციენტს, რომან დენისიუკს სტუმრად საქველმოქმედო ორგანიზაცია Limbs for Liberty-ის დამფუძნებელი კელი როჰრიგი ეწვია. შეხვედრის შემდეგ როჰრიგი პარკინგზე შემთხვევით ჰეთფილდს შეხვდა და მას დაჭრილების მონახულება სთხოვა. მუსიკოსი წინადადებას ყოყმანის გარეშე დათანხმდა. ჰეთფილდმა დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება და წარმატება უსურვა.

"მოულოდნელი იყო. ვერც ვიჯერებდი რომ ის იყო. შეხვედრა ხანმოკლე, მაგრამ ძალიან თბილი გამოვიდა. კარგი იქნებოდა არა საავადმყოფოში, არამედ სადმე ტყეში, კოცონთან შევხვედროდი და ერთად დაგველია". – ამბობს დენისიუკი.

როკ ბენდ Metallica-ს წევრებმა ახლო წარსულში $500 000 გადარიცხეს ორგანიზაციაში, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება.

კომენტარები