რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

F-16-ების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი წინგადადგმული ნაბიჯია – ლანდსბერგისი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა F-16-ის უკრაინისთვის გადაცემის საკითხი "მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად" შეაფასა

22 მაისს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ლანდსბერგისმა თქვა, რომ უკრაინისთვის აუცილებელია კიდევ მეტი იარაღის მიწოდება, რომლებსაც მოკავშირე ქვეყნები აქამდეც უგზავნიდნენ.

"ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უნდა იყოს უწყვეტი, არა მხოლოდ ახალი იარაღის დამატება, არამედ იმ დანაპირების შესრულება, რაც აქამდე ითქვა". - თქვა ლანდსბერგისმა. 

ამასთან, ბრიუსელში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ის მიესალმება უკრაინაში თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და დასძინა, რომ ისინი უკრაინის თავდაცვის ძალებს სჭირდებათ.

"მფრინავების მომზადება უკვე დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მალე შევძლებთ უკრაინისთვის მათ [F-16-ის ტიპის თვითმფრინავები] გადაცემას". - თქვა ბორელმა.

აქამდე, კვირის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დაიწყეს მუშაობა საერთაშორისო კოალიციაზე, რომლის მიზანიც კიევისთვის F-16-ების გადაცემაა. ამ კოალიციაში შედიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, აშშ და პორტუგალია.

თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ მომდევნო თვეში აშშ და მოკავშირეები განიხილავენ, როდის და რა რაოდენობით მიაწოდონ უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები.

ბაიდენი: ზელენსკიმ მყარად დამარწმუნა, რომ F-16-ებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ

პარალელურად, მოსკოვი მუქარის შემცველ რიტორიკას აძლიერებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს მტკიცებით, დასავლეთის გეგმა, გაგზავნოს უკრაინაში თანამედროვე ავიაგამანადგურებლები "უზარმაზარ რისკებს შეიცავს".

კომენტარები