რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში F-16-ების გაგზავნა დასავლეთისთვის უზარმაზარ რისკებს შეიცავს – გრუშკო

ალექსანდრ გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს მტკიცებით, დასავლეთის გეგმა, გაგზავნოს უკრაინაში თანამედროვე ავიაგამანადგურებლები "უზარმაზარ რისკებს შეიცავს". 

"ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი კვლავ ესკალაციის სცენარს მიჰყვება, რომელიც მათთვის უზარმაზარ რისკებს შეიცავს. ყოველ შემთხვევაში, ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ დაგეგმვისას - ჩვენ ყველა საჭირო საშუალება გვაქვს დასახული მიზნების მისაღწევად". - აღნიშნავს გრუშკო. 

რუსი მაღალჩინოსანის კომენტარი გავრცელდა მას შემდეგ, რაც იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინელი მფრინავების გაწვრთნას ამერიკული F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში. 

წვრთნებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს დიდმა ბრიტანეთმა, ბელგიამ, დანიამ და ნიდერლანდებმა. უახლოეს მომავალში კოალიციას, სავარაუდოდ, ნორვეგიაც შეუერთდება. 

ბოლო დროს, NATO-ს ქვეყნების საჰაერო თავდაცვა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებიდან F-35-ებზე გადასვლის პროცესშია, რის გამოც, ისინი ძველ F-16-ებს ყიდიან მესამე ქვეყნებზე, როგორიცაა რუმინეთი, რომელსაც, თავის მხრივ, საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების განახლება სურს.

"ვინაიდან წვრთნები უახლოეს თვეებში ჩატარდება, მასში მონაწილე ქვეყნების კოალიცია გადაწყვეტს, ვინ და როდის მიაწვდის უკრაინას თვითმფრინავებს". - აღნიშნავს ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელმაც CNN-თან ანონიმურობის პირობით საუბრისას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს "ავიაგამანადგურებლების საერთაშორისო კოალიციას" ისტორიული უწოდა.

კომენტარები