რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: 2023 წლის მაისიდან რუსეთმა უკრაინაზე ხშირი სარაკეტო დარტყმები განაახლა

Sefa Karacan/Anadolu Agency via Getty Images

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციითთ, 2023 წლის მაისიდან რუსეთმა უკრაინაზე ხშირი სარაკეტო დარტყმები განაახლა. 

"2023 წლის მაისის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინაზე ხშირი სარაკეტო დარტყმები განაახლა. სავარაუდოდ, ისინი უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესუსტებას ისახავენ მიზნად.

რუსეთმა ძველი თავდასხმების ტექნიკა შეცვალა და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება გაზარდა" -  წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

20 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც თქვა, რომ ქალაქი ბახმუტი მისმა ძალებმა სრულად აიღეს. ჩანაწერში მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ძალები აქ 25 მაისამდე გაჩერდებოდნენ, შემდეგ კი დასასვენებლად და გადასამზადებლად გამოვიდოდნენ და პოზიციებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გადასცემდნენ.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფისდამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კრიტიკის მთავარი სამიზნე იყო, განაცხადა, რომ ქალაქი ბახმუტი სრულად დაიკავეს ვაგნერის შეტევითი ქმედებების შედეგად, შეიარაღებული ძალების დანაყოფების დახმარებით. 

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერი, პოლკოვნიკი სერგიი ჩერევატი უარყოფენ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის გავრცელებულ ცნობას, რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი სრულად დაიკავეს.

როგორც სამხედრო მაღალჩინოსნები ამბობენ, უკრაინის ძალებს ჯერ კიდევ უჭირავთ პოზიციები ქალაქის კონსტანტინოვკის მხრიდან შესასვლელ რაიონში.

"ბახმუტში მძიმე ბრძოლები მიდის. სიტუაცია კრიტიკულია. ამასთან ერთად, ჩვენი სამხედროები თავდაცვას ინარჩუნებენ ლიტაკის რაიონში. ამჟამინდელი ვითარებით, ჩვენი მცველები აკონტროლებენ გარკვეულ სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ამ რაიონსა და კერძო სექტორს". – წერს მალიარი.

კომენტარები