G7

იაპონიაში, G7-ის სამიტზე რუსეთში ექსპორტის სრული აკრძალვის საკითხი არ განიხილება – სალივანი

European Pravda-ს ინფორმაციით, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ იაპონიაში G7-ის სამიტზე რუსეთში ექსპორტის სრული აკრძალვის საკითხი არ განიხილება

"არ ველოდები იმას, რა ინფორმაციაც გავრცელდა ექსპორტის სრულ აკრძალვასთან დაკავშირებით. აქცენტები სანქციების განხორციელებაზე და მათ თავიდან აცილებაზე გაკეთდება". - თქვა სალივანმა.

სალივანმა ასევე დასძინა, რომ G7-ის ქვეყნები რუსული გაყინული აქტივების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავენ.

G7-ის ლიდერების ერთობლივი დეკლარაციის ზუსტი ფორმულირება ჯერ ისევ განხილვის პროცესშია.

კომენტარები