G7

იაპონიის პრემიერი აფეთქების შემდეგ პირობას დებს, რომ G7-ის უსაფრთხოებას გააძლიერებს

G7 დიდი შვიდეული

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ თქვა, რომ G7-ის სამიტზე, რომელიც იაპონიაში გაიმართება, უსაფრთხოებას გააძლიერებს. კიშიდამ კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც სიტყვით გამოსვლისას მამაკაცმა მას საკვამლე ბომბი ესროლა. 

"იაპონიამ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს სამიტის განმავლობაში წევთა უსაფთხოება" - თქვა პრემიერმინისტრმა.

მომავალ თვეს იაპონია დიდი შვიდეულს (G7) ჰიროშიმაში უმასპინძლებს. G7-ის ლიდერები განიხილავენ ჩინეთის აგრესიას ტაივანის მიმართ და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.

იაპონიის პრემიერის სიტყვის გამოსვლისას აფეთქება მოხდა – ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს

15 აპრილს იმ ტერიტორიაზე, სადაც იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა სიტყვით გამოდიოდა, აფეთქება მოხდა. CNN-ის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ინციდენტის დროს არ დაშავებულა.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ეჭვმიტანილს როგორ აკავებენ. სავარაუდოდ, კაცმა საკვამლე ბომბი ისროლა.

კომენტარები