რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ცენტრალური აზიის ქვეყნები შესაძლოა დასავლეთის სანქციებს შეუერთდნენ – გალუზინი

მიხაილ გალუზინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ ზატულინის თქმით, ცენტრალური აზიის ქვეყნები შესაძლოა დასავლეთის სანქციებს შეუერთდნენ. ამის შესახებ მან ვალდაის კლუბის დისკუსიაზე ისაუბრა.

ზატულინის თქმით, რუსეთს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს სანქციებთან დაკავშირებით საერთო პოზიცია აქვთ, თუმცა ამ უკანასკნელებს არ სურთ ზარალის მიღება.

"ცალმხრივი ეკონომიკური შეზღუდვების მიუღებლობასა და არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით საერთო პოზიციების მიუხედავად, ცენტრალური აზიის რიგ ქვეყნებს არ სურთ მიიღონ შესაბამისი რისკები, ცხადყოფენ დასავლურ შეზღუდვებზე შეერთების მზადყოფნას". – თქვა გალუზინმა.

გალუზინის მტკიცებით, რუსეთი არავის კარნახობს შიდაპოლიტიკურ კურსს, თუმცა ამავდროულად ცენტრალური აზიის ქვეყნებს დაემუქრა, რომ სანქციებისთვის შეერთებამ და მოსკოვთან კავშირის "ხელოვნურმა" გაწყვეტამ შესაძლოა უფრო დიდი ზარალი მოიტანოს.

"გვჯერა, რომ ცენტრალური აზიის დედაქალაქებში ამას კარგად ხედავენ და ესმით: რუსეთთან კავშირების ხელოვნურ განადგურებას შეუძლია უფრო მძიმე ზიანის გამოწვევა, ვიდრე მეორეხარისხოვანი ყბადაღებული სანქციების ხარჯებს". – თქვა გალუზინმა.

კომენტარები