რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი გერმანიას: ერთად გავიმარჯვებთ და ევროპაში მშვიდობას დავაბრუნებთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი, გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბერლინში შეხვდა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვით ბრძოლაში მხარდაჭერისთვის გერმანიას მადლობა გადაუხადა.

"უკრაინის თანამედროვე ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში გერმანიამ დაამტკიცა, რომ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და საიმედო მოკავშირე, რომელიც მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ბრძოლაში. ერთად გავიმარჯვებთ და ევროპაში მშვიდობას დავაბრუნებთ."  - წერს ზელენსკი ინგლისურად სტუმრების წიგნში.

ამასთან, ზელენსკიმ პირადად მადლობა გადაუხადა შტაინმაიერს მხარდაჭერისთვის.

"გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო, უკრაინის პირადი მხარდაჭერისთვისა და სტუმართმოყვარეობისთვის". - დაწერა ზელენსკიმ.

კომენტარები