კელი დეგნანი

დეგნანი სავიზოს მოხსნაზე: უცნაურია, რომ სისხლიანი რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას მივესალმოთ

კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით ამ გადაწყვეტილების ზეგავლენაზე აშშ ვერ გააკეთებს განცხადებას, თუმცა გეტყვით, რომ ნამდვილად ჩნდება კითხვები, თუ რატომ მოხდა ახლა ეს. ალბათ, არავის სჯერა, რომ პუტინი საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნავს და ძალიან ხშირ შემთხვევაში თავისი მოქალაქეების სხვა ქვეყნებში ყოფნას იყენებს ხოლმე იმის საბაბად რომ შეიჭრას ქვეყანაში. საქართველოში უკვე არსებობს გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ დაახლოებით 100 000 რუსი არის შემოსული და როგორც აღინიშნა, ამ პირდაპირმა ფრენებმა შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი რუსი ვიზიტორი. შესაძლოა, დაახლოებით მილიონი რუსი ვიზიტორი საქართველოში შემოვიდეს.

თუკი პუტინი ნამდვილად ზრუნავს საქართველოს მოსახლეობაზე, მაშინ მან უნდა გაიყვანოს რუსეთის ჯარი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება. ეს იქნება ნამდვილად ნიშანი, გულწრფელი ნიშანი. ყველას ახსოვს, რომ 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. 1979 წელს ის ცდილობდა, რომ გაენადგურებინა ქართული ენა, შეურაცხყო ეკლესიები და ისევე როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში მისი სამიზნე ომის დროს იყო საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები, ბავშვები და ძალიან უცნაურია, რომ ასეთი სისხლიანი რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას მივესალმოთ.

თქვა საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა. 

კომენტარები