რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად თავდაცვის ახალ პაკეტზე მუშაობს – ზელენსკი

Facebook/Володимир Зеленський

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა  საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად თავდაცვის ახალ პაკეტზე მუშაობს. ამის შესახებ მან უკრაინელი ხალხის მიმართ ყოველდღიურ საჯარო მიმართვაში ისაუბრა.

"ჩვენი საერთაშორისო ბლოკი პარტნიორებთან ერთად ენერგიულად და გულდასმით უკრაინისთვის თავდაცვის ახალ პაკეტზე მუშაობს. ახალი გადაწყვეტილებები უკვე აღსრულების ეტაპზე გადადის. მეტი დაცულობა ჩვენს ზევით, ცაზე და მეტი შესაძლებლობები ჩვენი თავდაცვისა და სახმელეთო გადაადგილებისთვის". - თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, მან 10 მაისს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, სადაც აღნიშნული საკითხი იყო განხილული. 

"უახლოეს მომავალში ჩვენი პარტნიორებისგან შესაბამის ნაბიჯებს მოველით". - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

კომენტარები