მინდა, პირდაპირ ხაზი გავუსვა იმას, რომ პუტინის გადაწყვეტილებები საქართველოს ეხება და ეს არის კატასტროფა. პუტინის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით კი 24 თებერვლის შემდეგ საქართველოს მთავრობა, ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ ატარებს ქვეყანაში. ეს არის ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პოლიტიკა. პუტინის გადაწყვეტილება, დააჯილდოვოს საქართველოს ხელისუფლება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეხება იმას, რომ მან თავისი გადმოსახედიდან და კრემლის გავლენების გასაძლიერებლად, აკრძალვა მოხსნა ფრენებსა და სავიზო შეზღუდვაზე. ეს არის პირდაპირ ის გზავნილი, რომელსაც პუტინი და კრემლი უშვებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ [...] იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გააძლიერებს ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ პოლიტიკას, გააძლიერებს, მათ შორის, კრემლის გზავნილებსა და გავლენებს საქართველოში, ეს იქნება და უკვე არის აღქმული ცივილიზაციის წინააღმდეგ წასვლად, განსაკუთრებით, 24 თებერვლის შემდეგ. ეს აღქმულია, როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაკნინება.
საქართველო-რუსეთი
დეკანოიძე სავიზოს მოხსნაზე: ჯილდოა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ
tbl.ge/6d6k
დაკოპირდა

ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას.
ამავე თემაზე
- ზახაროვა: საქართველომ, EU-ს უხეში ზეწოლის მიუხედავად, მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია
- სებ-ს ჰქონდა რეაგირება, დანარჩენი საინტერესო არაა – კობახიძე სანქცირებულ კომპანიებზე
- UK-ის მიერ სანქცირებულ კომპანიებზე დაწყებულია გამოძიება, დაკავებულია 1 პირი - საგამოძიებო
- რუსულ სავაჭრო ბირჟებზე ფოკუსირებულ 3 ქართულ კომპანიას ვასანქცირებთ – ბრიტანეთი
- ოლისოვი შიო III-ს: ვიმედოვნებ, ხელს შეუწყობთ რუსეთ-საქართველოს ეკლესიათა კავშირის გამყარებას




