ჰენრი კისინჯერი

კისინჯერი: უკრაინა-რუსეთს შორის რეალური მოლაპარაკებები შესაძლოა წლის ბოლომდე გაიმართოს

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი პენტაგონში, დაჯილდოების ცერემონიაზე, 2016 წლის 9 მაისი.
Brendan Smialowski/AFP/Getty Images

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის ნამდვილი მოლაპარაკებები წლის ბოლომდე გაიმართება.

როგორც კისინჯერმა CBS News-თან ინტერვიუში აღნიშნა, ქვეყნებს შორის მოლაპარაკება ჩინეთის წყალობით იქნება შესაძლებელი.

"ახლა, როდესაც ჩინეთი შევიდა მოლაპარაკებებში, ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე მოლაპარაკებები იქნება. ჩვენ ვისაუბრებთ მოლაპარაკების პროცესებზე და რეალურ მოლაპარაკებებზეც კი". - თქვა კისინჯერმა.

ომის დასაწყისში მხარეებმა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართეს, რომელთაგან ერთ-ერთი თურქეთში გაიმართა. თუმცა, ამ შეხვედრებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოუტანია. 

რუსეთი დროდადრო უკრაინასთან მოლაპარაკებებს საჯაროდ ითხოვს. კერძოდ, მარტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი თითქოს უარს არ ამბობს უკრაინასთან "სერიოზულ მოლაპარაკებებზე". რამდენიმე დღის წინ კი მან ისაუბრა მოლაპარაკებების აუცილებლობაზე უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად.

ამასთან, უკრაინა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციას იკავებს. აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება შესაძლებელი მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ომის დასრულების სურვილზე საუბრობს, უკრაინის სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა ამის საპირისპიროს მეტყველებს. 

კომენტარები