ჰენრი კისინჯერი

სი ძინფინგმა ბაიდენს კისინჯერის გარდაცვალება მიუსამძიმრა

სი ძინფინგი და ჰენრი კისინჯერი სიეტლში გამართულ მიღებაზე, 2015 წლის 22 სექტემბერი
REUTERS/Jason Redmond/File Photo

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვეტერანი ამერიკელი დიპლომატის, ჰენრი კისინჯერის გარდაცვალების შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა და ჩინეთის სხვა მაღალჩინოსნებმა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სამძიმრის წერილები გაუგზავნეს.

"დოქტორი კისინჯერი ჩინელი ხალხის კარგი, ძველი მეგობარი იყო. ის არის სინო-ამერიკული ურთიერთობების პიონერი და მშენებელი". - თქვა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვანგ ვენბინმა.

ვანგის თქმითვე, ჩინეთის პრემიერმინისტრმა, ლი ციანგმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ სამძიმრის წერილები გაუგზავნეს კისინჯერის ოჯახს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსაც.

კისინჯერი ჩინეთში ბოლოს მიმდინარე წლის ივლისში, მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა და სი ძინფინგსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.

1970-იან წლებში პრეზიდენტების, ნიქსონისა და ფორდის ადმინისტრაციებში სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უშიშროების მრჩევლის თანამდებობებზე მომუშავე კისინჯერმა სინო-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

კომენტარები