ჰენრი კისინჯერი

ჰენრი კისინჯერის ბოლო ინტერვიუ - დასავლეთ სანაპირო იორდანიის კონტროლქვეშ უნდა მოექცეს

The Economist

ჰენრი კისინჯერის ბოლო ინტერვიუ - დასავლეთ სანაპირო იორდანიის კონტროლქვეშ უნდა მოექცეს. ბოლო ინტერვიუ ჰენრი კისინჯერთან როლფ დობელიმ ჩაწერა, რომელიც გამოცემა Politico-ზე გამოქვეყნდა

ინტერვიუს მსვლელობისას ჰენრი კისინჯერმა უახლეს გეოპოლიტიკურ პრობლემებზე ისაუბრა, რომელთა შორის ყველაზე აქტუალური ისრაელი-ჰამასის ომი იყო. კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარება კისინჯერმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპით მოწყობა ნათელია, რომ რეგიონში მშვიდობის გარანტორი არ არის, ამიტომ უმჯობესია დასავლეთ სანაპიროზე კონტროლი იორდანიას ჰქონდეს.

კისინჯერის სიტყვებით, ორი სახელმწიფოს პრინციპი ტოვებს ორ ტერიტორიულ ერთეულს, რომელთაც ისრაელის სახელმწიფოს განადგურება სურთ და ასეთ მდგომარეობაში გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება რთული იქნება. 

კისინჯერმა ამავე ინტერვიუში ასევე ისაუბრა ჩინეთის მზარდ როლზე და აღნიშნა, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიზანი ჩინეთთან დაახლოება უნდა იყოს. ასევე, მისი თქმით, ამჟამად ჩინეთი არაა მზად ტაივანზე თავდასასხმელად და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე ომის მიუხედავად, ტაივანის კონფლიქტის ესკალაცია მხოლოდ თეორიული შესაძლებლობაა. 

კომენტარები