რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთს ძველი საზღვრების აღდგენა სურს, დღეს დაცული მხოლოდ უკრაინის წყალობით ვართ – სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, თუ საწყის ეტაპზე რუსეთი უკრაინის წარმატებით დაპყრობას შეძლებდა, ეს მისი ექსპანსიის პოლიტიკისთვის წამახალისებელი იქნებოდა და მოლდოვაში ჯარების შეყვანით დასრულდებოდა.  

"არ მჯერა, რომ ისინი საზღვართან გაჩერდებოდნენ. დღეს დაცული მხოლოდ უკრაინის წყალობით ვართ... მათ ძველი დროის დაბრუნება სურთ, ჩვენ კი ეს არ გვინდა. მოლდოვა უკვე 30 წელია ბუფერული ზონაა. ეს ჩვენთვის სიღარიბის, კორუფციის, ცუდი მმართველობის, მიგრაციის პრობლემების მომტანია. ჩვენ გვსურს დემოკრატიული სამყაროს ნაწილი გავხდეთ". - აღნიშნა სანდუმ Financial Times-თან ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვას, თავდასხმის შემთხვევაში, დატოვებდა თუ არა ის ქვეყანას, სანდუმ უპასუხა, რომ ეს მის გეგმებში არ შედიოდა.

"მე დავრჩებოდი [მოლდოვაში], თუმცა ჩვენ უნდა დავხმარებოდით რაც შეიძლება ბევრ ადამიანს, რათა საზღვრები უსწრაფესად დაეტოვებინათ და უსაფრთხო ადგილას, რუმინეთში გადასულიყვნენ". - თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები