რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრასნოდარში ნავთობსაცავს კვლავ ცეცხლი გაუჩნდა, რუსეთი ისევ დრონის თავდასხმას აბრალებს

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ილსკის ნავთობსაცავში კვლავ ხანძარი გაჩნდა

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად გაჩნდა.

აქამდე გასულ დღეს ილსკის ნავთობსაცავში კიდევ ერთი ხანძარი იყო. ამას კი წინ უძღოდა კიდევ ერთი ხანძარი ასევე კრასნოდარში მდებარე სხვა ამავე დანიშნულების ობიექტზე.

კომენტარები