რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი ვოლინის ოლქში სასაზღვრო ზონას ეწვია

ვოლინის ოლქში სამსახურებრივი ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სასაზღვრო ზონას ეწვია. მესაზღვრეებმა პრეზიდენტს ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი გააცნეს. 

"ვოლინი, უკრაინის საზღვარი ბელარუსთან და პოლონეთთან. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვარ, რათა მადლობა ვუთხრა ჩვენს მესაზღვრეებს ქვეყნის საზღვრის დაცვისთვის, ჩვენი სამშობლოს ბახმუტში დაცვისთვის. ვიცი, რამდენად მტკიცედ იდექით იქ და ამაგრებდით ბახმუტს. ჩვენ ყველანი ვამაყობთ, რომ ასეთი ძლიერი მესაზღვრეები გვყავს. შეინარჩუნეთ ძალა, სამართლიანობა და რისხვა ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. მე მხოლოდ გამარჯვებას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს". - წერს ზელენსკი Facebook-ზე. 

კომენტარები