მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ჩხაიძე სააკაშვილზე: პაციენტი გადაადგილდება, შედარებით უფრო გააქტიურებულია

რა თქმა უნდა, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ჩვენ მიერ შეთავაზებული სამკურნალო საშუალება ნაწილობრივ სრულდება. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ არ სრულდება. სამწუხაროდ, რჩება მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. მისი ნევროლოგიური სტატუსიც ასე თუ ისე განსაკუთრებული ცვლილებების გარეშეა [...] პაციენტი გადაადგილდება. ის შედარებით უფრო გააქტიურებულია. იმედს ვიტოვებთ, რომ პაციენტი ჩვენს რეკომენდაციებსა და დანიშნულებებს კიდევ უფრო შეასრულებს და მისი მდგომარეობა თანდათან კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

თქვა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ TV პირველთან საუბარში.

კომენტარები