ცეცხლს ეთამაშებით, ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ სახელმწიფოს თუ დაუპირებთ დამხობას, ჩვენ საზოგადოებას თუ დაუპირებთ აპოკალიფსის მოწყობას, თქვენ მიიღებთ საკადრის პასუხს. ეს მინდა მათ იცოდნენ ძალიან მკაფიოდ. შესაბამისად, კანონზე მაღლა არავინ არ უნდა დადგეს. ბედავენ და პოლიციელზე ასეთი სახის, მძიმე ხასიათის დანაშაულს აქვს ადგილი - მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან და ქუჩებში მანქანებს თუ დაწვავენ, ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში კანონი იქნება შეუვალი.
აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ
ღუდუშაური: ცეცხლს ეთამაშებით, თუ სახელმწიფოს დამხობას დაუპირებთ, საკადრის პასუხს მიიღებთ
tbl.ge/6bo8
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური. დღეს, პირველ აპრილს ევროპული საქართველო და პარტნიორი ორგანიზაციები დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას გამართავენ. რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 20:00-ზე დაიწყება.
ამავე თემაზე
- ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულმა მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- სპეცრაზმელების მიერ ნაცემ ირაკლი კუპრაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
- გომელაურის თქმით, ცდილობენ, არ გამოიყენონ მთლიანი ძალები – ჭავლი, სპრეი, რეზინის ტყვიები
- აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს გამოვკითხავთ, გამოძიება 3 მუხლით დაიწყო – შსს
- პაპუაშვილი: პარალელებია მაიდანთან - მექორწილე წყვილით და სხვა ვიზუალებით იფუთება ძალადობა




