იენს სტოლტენბერგი

სტოლტენბერგი: უახლოეს დღეებში ფინეთი ოფიციალურად შეუერთდება NATO-ს

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უახლოეს დღეებში ფინეთი NATO-ს  ოფიციალურად შეუერთდება. სტოლტენბერგმა Twitter-ზე ვიდეო მას შემდეგ გაავრცელა, რაც თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა. 

"ფინეთი ბევრს მოუტანს ჩვენს ალიანსს". - დასძინა მან.

სტოლტენბერგმა ასევე ოპტიმისტურად ისაუბრა შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შანსებზე. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ს ერთობლივი განაცხადი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარუდგინეს.

"ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ შვედეთის რატიფიკაციის პროცესის სწრაფი დასრულება ყველას ინტერესში იქნება. მოუთმენლად ველი, რომ რაც შეიძლება მალე, მივესალმო შვედეთს, როგორც NATO-ს ოჯახის სრულუფლებიან წევრს". - დაწერა მან Twitter-ზე. 

კომენტარები