NATO

თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი ერთხმად დაუჭირა

თურქეთისა და ფინეთის პრეზიდენტების შეხვედრა, 17 აპრილი.

თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა. რატიფიკაციის პროცესი მას შემდეგ ჩატარდა, რაც გასულ კვირაში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა, რომ ჰელსინკის ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანებაში მხარს დაუჭერდნენ.

გასულ დღეებში ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება უნგრეთის პარლამენტმაც მოახდინა.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემგედ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

კომენტარები