პრეზიდენტი პარლამენტში

მდინარაძე: პრეზიდენტმა მიზნად დაისახა, ოცნების პიარული გარუსების კამპანიას შეუწყოს ხელი

დღეს ჩვენ საქართველოს პარლამენტში მოვისმინეთ უკიდურესად ტენდენციური გამოსვლა, ეს არ მგონია მხოლოდ ჩემი ან ჩვენი შეფასება იყოს. წინა დღეებშიც ამის მოლოდინი დავაფიქსირეთ. ამას თავისი კონკრეტული მიზნები გააჩნია. 

2011 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ქართული ოცნება არ იყო ჯერ ხელისუფლებაში, დაიგეგმა სპეცოპერაცია ქართული ოცნების პიარული გარუსების შესახებ. ამ სპეცოპერაციის, მავნებლობის მსხვერპლი ქალბატონი სალომეც გახლდათ 2018 წელს. თუმცა, შეიძლება, ამის ხელშეწყობაც იყო მისი მხრიდან, მაგრამ იყო ეს ნარატივი, სამწუხაროდ, პრეზიდენტობის კანდიდატზეც გატარებული. ეს გრძელდება დღესაც, მაგრამ დღეს სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც თავად პრეზიდენტმა ერთ-ერთ მიზნად, როგორც ჩანს, დაისახა, რომ ამ ნარატივს თავად შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი მიზანი მისი გამოსვლის და მთავარი მიზანი ეს გახლდათ. 

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე პარლამენტში. 

კომენტარები