პრეზიდენტი პარლამენტში

ზურაბიშვილი: ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ

რაც არ უნდა ეცადოთ და მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები გაავრცელოთ, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით, ევროკავშირი საქართველოში ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და მშვიდობიან განვითარებას პირდაპირ ემსახურება. ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხალხს თავს მოახვიოთ ეს მოდელირებული სცენარები, რაც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ. რაც არ უნდა ეცადოთ, დაამტკიცოთ, რომ თითქოს ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით, რადგან, ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება - ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს.

კომენტარები