პრეზიდენტი პარლამენტში

პრეზიდენტი ოცნებას: რაც არ უნდა ეცადოთ, ხან მიჩივლოთ, ხან ქართული დამიწუნოთ, ვერ შემცვლით

ჩემი და იმ დროინდელი მმართველი ჯგუფის გზები მაშინ გაიყო, როცა ძალაუფლების შენარჩუნებას დაუმორჩილეს მთავარი გამოცხადებული მიზანი - ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული მომავალი. მე კი არ შევცვლილვარ, ისინი შეიცვალნენ. იგივე მიზანი მამოძრავებდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. რწმენა, რომ ხელისუფლება გაგვიყვანდა სამშვიდობოზე და განახორციელებდა ჩვენს ევროპულ ოცნებას. 

ახლაც იგივეს ვიტყვი. მე არ შევცვლილვარ და მინდა მჯეროდეს , რომ თქვენც არ შეცვლილხართ. ერთ რამეში ნამდვიალად ვარ დარწმუნებული, რომ ქართვლი ხალხის ნება არ შეცვლილა და უცვლელია.  

[...] რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთაშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამგვწამოთ მე და ჩემს ოჯახს, მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ - მაინც ვერ შემცვლით ვერც მე და ვერც ჩემს მიზანს. ვერ შემცვალეთ და ასეც იქნება მომავალში. 

თქვა  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები