პრეზიდენტი პარლამენტში

ზურაბიშვილი: ქართული ოცნებიდან გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრის ადამიანებმა

ქართული ოცნებიდან ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა. თქვენს რიგებში აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს. დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე. პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ. პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე. ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა დისკუსიაზე, ღია დისკუსიაზე. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც  ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს. 

მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ქართული ოცნების წარმომადგენლებს. 

კომენტარები