მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ჩალაძე: ენმ-სთვის სააკაშვილია უმთავრესი პრიორიტეტი, მთავარი ფუნქციაა მისი გაყვანა ქვეყნიდან

9 აპრილი არის გლობალურად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღე, პარტია ნაციონალური მოძრაობისთვის მიხეილ სააკაშვილი არის პირველი უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენი, მთელი პარტიის ყველა ქმედება მიმართული იქნება... ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი არ გათავისუფლდება, უმთავრესი ჩვენი ფუნქცია და მოთხოვნა იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გაყვანა ქვეყნიდან, გადარჩენა, მათ შორის პარტიის დღის წესრიგი ცხრა აპრილსაც იქნება ეს, იმ ყველა მოთხოვნასთან ერთად, რომელიც სხვა არის.

ვინც არ შეუერთდება ამ აქციას, რომელი პარტიაც არ შეუერთდება, მათი გადასაწყვეტია და შემდეგ შედეგებსაც საკუთარ თავზე აიღებენ ისინი.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე რუსთავი ორის ეთერში, კითხვაზე, რა იქნება 9 აპრილის აქციის მთავარი მოთხოვნა.

კომენტარები