მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ჩხაიძე: სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა, საჭიროებს კლინიკაში ყოფნას

იმედი LIVE 

ვივამედის კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, "შეიძლება ითქვას", რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

"გაუმჯობესებულია მისი მდგომარეობა, თუმცა, არის გარკვეული მომენტები, რის გამოც არის საყურადღებო და ამ ეტაპზე საჭიროებს კლინიკის პირობებში ყოფნას... უფრო მეტად ითვალისწინებს ნუტრიციოლოგის რეკომენდაციებს, გაუმჯობესებულია, თუმცა, არ არის მაინც ის საჭირო და აუცილებელი კალორაჟი, რასაც უნდა იღებდეს პაციენტი 24 საათის განმავლობაში. ვისურვებდით, კიდევ უფრო გააუმჯობესოს კვების კომპონენტი" - ამბობს ჩხაიძე TV იმედთან.

დღეს, 24 იანვარს, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. ექსპრეზიდენტის ადვოკატის თქმით, ბრალდებული პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ჩაერთო.

კომენტარები