თაღლითი და მავნებელი არის მიხეილ სააკაშვილი. ახლა ხომ გამოჩნდა, რომ არანაირი დემენცია, ნემენცია და კახექსია... რა უქნა 1 წელი ამ ქვეყანას, აი, რა უქნა, გახსოვთ, სტუდიაში რომ მოვდიოდი და მარტო მაგის ჯანმრთელობაზე მეკითხებოდით?
ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მე რომ ახლა ხელისუფლებაში ვიყო, მოვკიდებდი კისერში ხელს და წავიყვანდი ან გლდანის ციხეში, ან სადაც იჯდა, რავიცი, რუსთავში. ციხეშია ჩასასმელი, რას ჰქვია, ბაირამობს იქ 1 წელია. რა კახექსია თუ დემენცია. ვკვდები და 1 კვირა დამრჩა და მერე რომ გამოდიოდა, უკრაინულად მელაპარაკეთო... ეს კაცი არის მავნებელი...
...გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები სააკაშვილს კი არა, ყველას აქვს, რას მიმტკიცებ ახლა... ლევან იოსელიანი არაფერ შუაშია. ნინო ლომჯარიამ შექმნა ის კომისია, რომლის წევრებიც 1 წელი გვაბოლებდნენ, რომ კვდებაო...
... სტრასბურგის გადაწყვეტილებაა, რომ არაფერი სჭირს მიხეილ სააკაშვილს და იდეალურ პირობებში არისო. წამოწვა იქ ოროთახიანში და დედა უტირა ამ ქვეყანას ერთი წელი. აქედან ბიძინა ივანიშვილი და მისი ოცნება ხრავს ამ ქვეყანას და იქიდან დედა უტირა სააკაშვილმა. გაიხსენეთ, გადაცემაში რომ მოვდიოდი - "რას ფიქრობთ სააკაშვილზე, ხო ჯანმრთელადაა", 1 წელი აჯანჯღარა ეს ქვეყანა, ალაპარაკა მარტო მაგაზე.