რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა, სადაც იგი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება

მინისტრს და მის დელეგაციას აეროპორტში დახვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ირანის ელჩი რუსეთში და მოსკოვის საელჩოს თანამშრომლები დახვდნენ.

რუსეთის სამთავრობო მედიის ცნობით, ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ლავროვმა მიიწვია. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ რუსეთ-ირანის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტსა და რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის იმ საკითხებს, რომლებიც საერთო ინტერესის საგანია.

აღსანიშნავია, რომ თეირანი მოსკოვს უკრაინაში მიმდინარე ომში ეხმარება და აწვდის სამხედრო უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც რუსეთი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი თავდასხმებისთვის იყენებს. ამის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

კომენტარები